მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბზეჟინსკი: საქართველო რუსეთის პარტნიორი ხდება

„საქართველო რუსეთთან ალიანსის შესაძლო კანდიდატი ხდება. ეს კი მას ამერიკასთან მეგობრობის ფასად დაუჯდება. გასათვალისწინებელია ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობაც' - განაცხადა ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ზბიგნევ ბზეჟინსკიმ.

პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ყოფილმა მრჩეველმა, უშიშროების საკითხებში, ამერიკის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ევრაზიის კავშირის შესაძლო აღდგენაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ: რუსეთი ევრაზიის კავშირში ვერ შეიყვანს უკრაინას, ყაზახეთსა და ბელორუსს.

თუმცა, ბზეჟინსკი ფიქრობს, რომ მოსკოვმა ევრაზიულ კავშირში პირველ წევრად შესაძლოა საქართველო შეიყვანოს - საქართველოს ხელისუფლებაში მოსული ძალების პოლიტიკური შეხედულებების გათვალისწინებით... 

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ამერიკა არ დაუშვებს საბჭოთა კავშირის აღდგენის შესაძლებლობას.

ევრაზიის კავშირის იდეა კი, სხვა არაფერია, თუ არა, მოდერნიზირებული საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა. 

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები