მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'ბი-ბი-სი' - შეიძლება თუ არა, პოსტსაბჭოთა რეჟიმები არაბული რეჟიმების მსგავსად დაემხოს

'შეიძლება თუ არა პოსტსაბჭოთა რეჟიმები არაბული რეჟიმების მსგავსად დაემხოს?', _ სტატიას ასეთი სათაურით 'ბი-ბი-სი'-ს რუსული ბიუროს რედაქტორი, სტივენ იკი აქვეყნებს .
იკი წერს, რომ ბოლო დროს არაბულ სამყაროში მომხდარმა მოვლენებმა ექსპერტები დააფიქრა იმაზე, რომ მსგავსი სცენარები, შესაძლოა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც განმეორდეს.
'არაბულ და ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს შორის კულტურული განსხვავების მიუხედავად, პოლიტიკურ დონეზე მსგავსების დაჭერა მაინც შეიძლება: რუსეთი, სადაც ოპოზიციას ვერ ეგუებიან, თუქმენეთი პიროვნების კულტით, აზერბაიჯანი მმართველი დინასტიით და ბელორუსისა და უზბეკეთის რეჟიმები, რომლებიც სპეცსამსახურების რეპრესიულ აპარატს ეყრდნობიან', _ წერს 'ბი-ბი-სი'-ს ერთ-ერთ რედაქტორი.
სტივენ იკი აღნიშნავს, რომ ბოლო ოც წელიწადში არაბულ სამყაროსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მომხდარმა ცვლილებებმა ეს ქვეყნები დემოკრატიული სახელმწიფოებისა და თავისუფალი ბაზრების ჩამოყალიბებამდე ვერ მიიყვანა.
'ამ ქვეყნებში ზეიმს კორუფცია და ნეპოტიზმი მართავს, თუმცა არაბული სამყაროსგან განსხვავება პოსტსაბჭოთა რეჟიმებში ამბოხების შესაძლებლობას ამცირებს', _ წერს ჟურნალისტი.
იკი პოსტსაბჭოთა სივრცეში მომხდარი 'ფერადი' რევოლუციების თემის განხილვისას წერს, რომ დასავლელმა ექსპერტებმა გადააჭარბეს იმ სისტემური ცვლილებების შეფასებაში, რომლებიც რევოლუციებს მოჰყვა.
'დღეს ნათელია, რომ უკრაინაში დემოკრატიული მიღწევები გაიხარჯა, 'ვარდების რევოლუციის' დროინდელი ერთობა დაიშალა საქართველოში, ყირგიზეთი კი დიდი ხნით ჩავარდა სოციალური და პოლიტიკური არასტაბილურობის ტყვეობაში. მიუხედავად ამისა, საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში არის ინსტრუმენტები: მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, დამოუკიდებელი პროფკავშირები, რომელთა დახმარებითაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ სიტუაციაზე ან ხმა მიაწვდინონ ხელისუფლებას', _ წერს იკი.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები