მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბიომეტრიულ პასპორტებში გრძელ სახელსა და გვარს შეამოკლებენ

ბიომეტრიულ პასპორტებში გრძელ სახელსა და გვარს შეამოკლებენ. 
ამასთან დაკავშირებით, 'საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ' საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში შედის ცვლილება.
განხორციელებული ცვლილების თანახმად, თუ პასპორტში შეუძლებელია სახელი და გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვები იქნება მათი შემოკლებით დატანება. 
შემოკლება გულისხმობს სიმბოლოების ჩამოცილებას სიტყვის ბოლოში. ორი სახელის და გვარის, კერძოდ ორმაგი სახელი და გვარის შემთხვევაში, დასაშვები იქნება მათი ორივე კომპონენტის შემოკლება.
კერძოდ, ორი სახელი და გვარის შემთხვევაში, შემოკლება უნდა განხორციელდეს ისე, რომ ორივე მათგანის გარკვეული ნაწილი მაინც დარჩეს. ნებისმიერ შემთხვევაში, შემოკლებული სახელის და გვარის ან მისი კომპონენტის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.
ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ შემოკლების დროს შესაძლებელია, გონივრულობის ფარგლებში გათვალისწინებული იყოს პასპორტის მფლობელის სურვილი იმის თაობაზე, თუ ორ სახელსა და გვარში რომელი კომპონენტი შემოკლდეს და რამდენად. ამ შემთხვევაში კი მხოლოდ ქართული ჩანაწერი უნდა შემოკლდეს.
მინისტრის ეს ბრძანება უკვე ძალაშია. 

ინმტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები