მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბირმაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

ბირმის ოპოზიცია აცხადებს, რომ მისმა ლიდერმა აუნ სან სუ ჩიმ გამარჯვება მოიპოვა საპარლამენტო არჩევნებში. გავრცელებული ცნობის თანახმად, მან ხმების 82 პროცენტი მოაგროვა. ეს მონაცემები ჯერჯერობით არ არის ოფიციალური. დამატებით საპარლამენტო არჩევნებში ბრძოლა მიმდინარეობს 45 მანდატისთვის, რომლებიც განთავისუფლდა ზოგიერთი დეპუტატის მთავრობაში სამუშაოდ გადასვლის შემდეგ. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში არჩევნებში პირველად იქნა დაშვებული მთავარი ოპოზიციური ძალა - ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის, რომელსაც აუნ სან სუ ჩი უდგას სათავეში. ასევე პირველად დართეს ნება უცხოელ მეთვალყურეებს, დაესწრონ არჩევნებს. ბირმის ხელისუფლებამ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში რეფორმები გაატარა. მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია, სამხედრო ხელისუფლება სამოქალაქოთი შეიცვალა, განთავისუფლდა ასობით პოლიტპატიმარი. დღევანდელ არჩევნებს დემოკრატიზაციის პროცესის ნაწილად მიიჩნევენ. ევროკავშირის თანახმად, უახლოეს მომავალში შეიძლება გაუქმდეს ბირმის წინააღმდეგ შემოღებული ზოგიერთი სანქცია.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები