მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> „ბიძინას დრო“ მიდის და ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება?!

მხოლოდ,  საქართველოში აქვს პოლიტიკას ასე მოკლე მეხსიერება. „მკვდრები',  მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში დგებიან ფეხზე. ნუ თუ ვერ ცოცხლდებიან, რაღაცა ძალებით,  ფეხზე მაინც დგებიან.  ნინო ბურჯანაძეს, როგორც პოლიტიკურ გვამს, სპირიტული სეანსები ოლიგარქმა ჩაუტარა.  ქალი, რომლის კარიერაც „ბელა ჩაოს' აკომპანიმენტით დამთავრდა, დღეს აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

საზოგადოებაც, რომელმაც მოისმინა ამ ქალბატონისა და მისი ვაჟის საუბრები, საჭირო სისხლზე და საჭირო მსხვერპლზე, მშვიდად ისმენს მის სამომავლო გეგმებს. ბურჯანაძემ,  რუსთავში, პარტიის ქვემო ქართლის ორგანიზაციის აქტივისტებისათვის გამართულ შეხვედრაზე განაცხადა რომ, ამ ეტაპზე შიდა სტრუქტურას აძლიერებს და არჩევნებისათვის აქტიურად ემზადება.

„ვემზადებით პარტიული მშენებლობის გაძლიერებისათვის. ვემზადებით ყველა შემდგომი არჩევნებისათვის და ბუნებრივია, რომ პარტიის რეორგანიზაცია, გაძლიერება, პარტიული აქტივისტების გააქტიურება არის მიმართული იმისკენ, რომ შემდგომ არჩევნებში პარტიამ წარმოაჩინოს თავისი თავი', - განაცხადა ბურჯანაძემ.

კითხვაზე პასუხის გაცემას,  მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას,  ბურჯანაძემ თავი აარიდა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით განცხადებას მომავალ კვირას გააკეთებს. ანუ,  მოარული ხმები მართლდება.  ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში,  დროებითი ეპიზოდია  და საქართველოში არა ბიძინას, არამედ  „ანზოროვნას დრო' უნდა მოვიდეს.

კულუარულ საუბრებში, სხვათაშორის, ნინო ბურჯანაძის გარემოცვა, კარგა ხანია ხელს იფშვნეტს და  „თავისი დროის' მოსვლას წინასწარმეტყველებს. „ბიძინას წასვლა უნდა. განცხადებებზე ვერ ატყობთ, რომ საქართველოს პოლიტიკა ფეხზე ჰკიდია? წავა თუ არა ბიძინა, რუსეთი ნინოს დასვამს. .. და ჩვენი დროც მოვა' - ამ შინაარსის ტექსტებით გამოდიან ბურჯანაძის გარემოცვის წევრები. როგორც ჩანს,  ანზოროვნას ოფისიდან კვამლი უცეცხლოდ არ ამოსულა. ნინო რაღაცისთვის ემზადება.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები