მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბიძინა ივანიშვილის 'ფეისბუქზე' გიგი უგულავას მთავრობის სხდომაზე მისვლის ამსახველი ვიდეომასალა გამოქვეყნდა

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ 'ფეისბუქზე' თბილისის მერის, გიგი უგულავას მთავრობის სხდომაზე მისვლის ამსახველი ვიდეომასალა გამოქვეყნდა. ვიდეომასალის მიხედვით, უგულავას თავდაპირველად მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე უხსნის, რომ თუ მერი მიწვეული არ არის, მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება არ აქვს.
გარდა ამისა, მთავრობის კანცელარიის თანამშრომლები თბილისის მერს უხსნიან, რომ დედაქალაქელების სოციალური შეღავათების საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის, რაზეც უგულავა პასუხობს, რომ 'მთავრობის პრობლემაა, თუკი ის საკითხის განსახილველად მზად არ არის'.
ამის შემდეგ ქალაქის მერს უკვე თავად პრემიერმა განუცხადა, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ, მას თავად დაუძახებდნენ.
'არასწორად იქცევი, გიგი. თქვენ არღვევთ სუბორდინაციას. ეს არის მთავრობის სხდომა, თქვენ კი არ ხართ მთავრობის წევრი. ჩვენ შეგვიძლია, დაგიძახოთ და მოგიწვიოთ. კეთილი ინებეთ და მიბრძანდით, ძალიან გთხოვთ. თქვენ ასე იქცეოდით და გაგდიოდათ. ჩვენ გვინდა წესრიგის დამყარება. დებოშს ნუ აწყობთ', - მიმართა ივანიშვილმა უგულავას.
თავის მხრივ, დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ მას იმის მოსმენა სურდა, თუ რას აპირებდა საქართველოს მთავრობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც 600 ათასი ადამიანს ეხება.
'თუ პასუხს ვიღებ, რომ არ აპირებს ამ საკითხის განხილვას, მე დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ ვაპირებ აქ დარჩენას. არ არის ნერვების აშლა საჭირო. ასწავლეთ ჭკუა იმას, ვისაც სჭირდება', - აცხადებს უგულავა, რომელიც ამ უკანასკნელი ფრაზის შემდეგ მთავრობის სხდომის დარბაზს ტოვებს.

იხილეთ ვიდეო: 'არასწორად იქცევით, გიგი' - ქალაქის მერისა და პრემიერის კამათი მთავრობის სხდომაზე

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=m_PGcJLBzKs 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები