მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბიძინა ივანიშვილი გაერო-ში აშშ-ის ყოფილ ელჩს ხვდება

'ქართული ოცნების' ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს გაერო-ში ფრენკ ვიზნერს ხვდება. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს 'ქართული ოცნების' პრესსამსახურში განუცხადეს, ბიძინა ივანიშვილისა და ფრენკ ვიზნერის პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხება 'ქართული ოცნების' ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 
ფრენკ ვიზნერი 1938 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. სხვადასხვა დროს იგი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ეგვიპტესა და მოგვიანებით გაერო-ში. 2011 წლის 31 ინვარს კი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ იგი ეგვიპტეში გაგზავნა ჰოსნი მუბარაქთან ეგვიპტეში ძალადობის შეწყვეტისა და გადადგომის შესახებ მოლაპარაკებების საწარმოებლად.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები