მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბიძინა ივანიშვილი ერიკ რუბინს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის კანცელარიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინს შეხვდა. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს საქართველო-ამერიკის 20-წლიან ურთიერთობას და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა ორ მეგობარ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება. 
ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ერიკ რუბინს იმ დიდი დახმარებისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უწევს. საუბარი ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების საკითხსაც შეეხო.
'თბილი, მეგობრული შეხვედრა გვქონდა, ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ ორმხრივი ურთიერთობები და იმედი გამოვთქვით, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების ძალისხმევით, ის კიდევ უფრო გაღრმავდება', - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. 
ერიკ რუბინი, რომელიც საქართველოს დღეს ეწვია, ასევე შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესა და უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები