მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბიძინა ივანიშვილი ჟოზე მანუელ ბაროზოსა და ჰერმან ვან რომპეის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის შეხვდა. 
ჟოზე მანუელ ბაროზოსთან შეხვედრას ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეც ესწრებოდა. 
ბიძინა ივანიშვილის 'ფეისბუქის' ოფიციალურ გვერდზე ამ დრომდე მხოლოდ შეხვედრების ამსახველი ფოტომასალა ვრცელდება. 
პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გუშინ გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივან, ანდერს ფოგ რასმუსენთან.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები