მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს დებატებში იწვევსლუჰოი

კოალიცია „ქართული ოცნების' ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტელე-დებატებში იწვევს.

„ინტერნეტ.ჯი'-ს  შეკითხვაზე მიიღებს თუ არა ტელე-დებატებში ივანიშვილი მონაწილეობას, „ქართული ოცნების' ლიდერმა განაცხადა, რომ ის მზადაა ნებისმიერი ტელე-ეთერი გამოიყენოს და დებატებში საქართველოს პრეზიდენტი გამოიწვიოს.

„მზად ვარ ვისარგებლო ნებისმიერი ნაციონალური არხის ეთერით თუ ამის საშუალება მომეცემა და ვიწვევ დებატებში საქართველოს პრეზიდენტს.  თუ ის არ იქნება თანახმა შემიძლია „ნაციონალური მოძრაობის' ნებისმიერ წევრთან დავჯდე ტელე-დებატებში',- განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ივანიშვილის განცხადებით,  „თუ „ლეიბორისტები', ''ახლები' და ''ქდმ' ხელისუფლების სატელიტობას აღიარებენ ის დებატებში მათთანაც შევა'.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები