მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბიძინა ივანიშვილი - არჩილ კბილაშვილზე გავლენა არ გვაქვს

ავსტრიული გამოცემა  'die presse' საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. 
ივანიშვილი ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილს გამოთქვამს და ამბობს, რომ რუსეთში, მისი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ, ახლა ჩრდილოელი მეზობლისგან, საპასუხო ნაბიჯის გადადგმას ელოდება. 

ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ ინტერვიუში, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის დაკავების ფაქტს, კიდევ ერთხელ ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მას გავლენა მთავარ პროკურატურასა და იუსტიციაზე არ აქვს: 'პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს შორის არ არსებობს ძალაუფლებისათვის ბრძოლა. მაგრამ გენერალურ პროკურორზე, რომელმაც წამოაყენა ბრალდება, ჩვენ არანაირი გალენა არ გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ ის პატიოსანი და აკურატული ადამიანია. ჩვენ ასევე ძალიან კარგი იუსტიციის მინისტრი გვყავს. ორივე სამართლიანობის და პატიოსნების ნიმუშები არიან. მეც, ან თავად ღმერთსაც რომ მოეთხოვა კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედება, ისინი ამას არ ჩაიდენდნენ', - ამბობს ივანიშვილი. ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა პრობლემა ის, რომ გენპროკურორი ადრე მისი პირადი ადვოკატი იყო, პრემიერ-მინისტრი პასუხობს, რომ არჩილ კბილაშვილი, იმდენად პატიოსანი ადამიანია, რომ მასზე არანაირი გავლენა უბრალოდ არ არსებობს.
'ჩემი პოლიტიკა თვალთმაქცობა არ არის. საკაშვილის ხალხი მოვიდა, აკეთა საქმეები და გაძარცვა ქვეყანა. სამაგიეროდ მე 2 მილიარდი დავახარჯე ქვეყანას და ამას მომავალშიც გავაგრძლებ. მე დიდი დემოკრატი ვარ, პრინციპების ერთგული, პირდაპირი და სუფთა' - უპასუხა ივანიშვილმა ჟურნალისტს შეკითხვაზე, არსებობს თუ არა საშიშროება, რომ მან, მთელი ძალაუფლება საკუთარ ხელში მოაქციოს, ისე, როგორც თავის დროზე, ეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. ინტერვიუს ბოლოს ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხსაც შეეხო: 'მე იმედგაცრუებული ვარ. რუსებმა კონკრეტული ნაბიჯები მოითხოვეს. ჩვენ კონკრეტული არაფერი გვაქვს შესათავაზებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსები ამას გადახედავენ. ჩვენ ამისათვის მზად ვართ' - ამბობს ბიძინა ივანიშვილი ავსტრიული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები