მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბიძინა ივანიშვილი - ირაკლის არ უთქვამს, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყება

კოალიცია 'ქართული ოცნების' ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბების შესახებ ირაკლი ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა .
'ირაკლის არ უთქვამს, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყება. ირაკლი უბრალოდ აფრთხილებს მოსახლეობას, რომ შეიარაღებული ფორმირებები ყალიბდება დასავლეთში, რომ ხელისუფლება ამზადებს რაღაც ამის მსგავსს. არანიარი ომი არ იქნება', - განაცხადა ივანიშვილმა.
'თავისუფალი დემოკრატების' ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 'ქართული ოცნებისა' და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრისას განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში გასამხედროებული ჯგუფები ყალიბდება. 
'მინდა ყურადღება მიაპყროთ იმას, თუ რა ხდება დასავლეთ საქართველოში. რატომ ყალიბდება გასამხედროებული ჯგუფები და ვინ აიარაღებს მათ; რატომ აქვთ იარაღი მუდამ თან და რატომ ელოდებიან რაღაც მოვლენას, როდესაც ეს მათ დასჭირდებათ', - განაცხადა ალასანიამ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები