მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბიძინა ივანიშვილი - უკეთესი იქნებოდა, ნიკა გვარამია საერთოდ არ აეყვანათ

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის აზრით, უკეთესი იქნებოდა, ნიკა გვარამია საერთოდ არ აეყვანათ. ამის შესახებ ივანიშვილი გაზეთ 'რეზონანსთან' საუბარში აცხადებს და მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ სასამართლო მას გირაოთი გაათავისუფლებს. 
'იმ აჟიოტაჟის პირობებში, რის გამოწვევასაც ესენი მაინც ახერხებენ, უკეთესი იქნებოდა, საერთოდ არ აეყვანათ და კარგი იქნება, რომ სასამართლომ გაათავისუფლოს. ამის ფორმები ხომ არსებობს? მაგრამ კბილაშვილმაც და წულუკიანმაც კარგად იციან, რომ პრინციპულად ვიცავ სუბორდინაციას და არ ჩავერევი', - აცხადებს ივანიშვილი.
რაც შეეხება 'ნაციონალური მოძრაობის' მხრიდან გაკეთებულ შეფასებას, რომ გვარამიას აყვანა 'რუსთავი 2'-ში მის საქმიანობას და თავისუფალ ტელეკომპანიაზე ზეწოლას უკავშირდება, ივანიშვილი აღნიშნულს 'ძალიან სასაცილოდ' აფასებს და აცხადებს, რომ 'რუსთავი 2'- არა თავისუფალი, არამედ სააკაშვილის ტელევიზიაა.
'როგორი თავისუფალი ტელევიზიაა 'რუსთავი 2' და ამასთან დაკავშირებით რამდენი კითხვაა, ხომ კარგად ვიცით. ისიც ხომ კარგად ვიცით, რომ ეს სააკაშვილის ტელევიზიაა და, თუ სააკაშვილი თავის თავს აღიქვამს თავისუფლებად, რომ ის არის თავისუფლების სიმბოლო და ამიტომ 'რუსთავი 2'-ს თავისუფალი უნდა ვუწოდოთ, მაშინ შეიძლება', - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები