მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბიძინა ივანიშვილი - 'ქართული ოცნების' საარჩევნო ნომერი წილისყრით განისაზღვრება

ცენტრალური საარჩევნო კომისისს მონაცემებით,  2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის დარეგისტრირდა ორი საარჩევნო ბლოკი; ესენი არიან: „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება' (ბლოკში ერთიანდებიან პარტიები - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა' და „საქართველოს ევროპელი დემოკრატები') და „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება' (ბლოკში ერთიანდებიან - პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო', „საქართველოს კონსერვატიული პარტია', პ/მ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს', საქართველოს რესპუბლიკური პარტია, პ/გ „ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები' და პ/გ „ეროვნული ფორუმი').

ამასთან, როგორც კომისიაში აცხადებენ - ''ცესკოში გრძელდება პარტიების რეგისტრაციის პროცესი. განაცხადები რეგისტრაციაზე სულ - 41-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ შეიტანა. დღეისათვის ცესკოში უკვე 29 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული, 8-ს კი უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. 

ცენტრალური საარჩევნო კომისია დაინტერესებული მხარეებისთვის აღწერს საარჩევნო ბლოკებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების პროცედურას.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად,  'თუ არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ', ხოლო „ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით'.

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, იმისათვის, რომ საარჩევნო ბლოკმა დაიტოვოს მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი, ბლოკში შემავალ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოკის რიგითი ნომერი უნდა განისაზღვროს წილისყრით არჩევნებამდე არაუგვიანეს 37 დღისა ანუ 25 აგვისტომდე.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ზემოთხსენებული საკანონმდებლო ნორმა 2007 წლიდან მოქმედებს. აღნიშნული საკითხი არ გამხდარა საარჩევნო დავის საგანი 2008-2010 წლების არჩევნების პერიოდში და არ ყოფილა საარჩევნო რეფორმებზე სამუშაო ჯგუფის განხილვის საგანი 2009 და 2010-2011 წლებში,  როდესაც ახალი საარჩევნო კოდექსის მუშავდებოდა',- ნათქვამია განცხადებაში.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები