მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბიძინა ივანიშვილი - ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა კითხვებს ბადებს

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა კითხვებს ბადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ 'რეზონანსთან' საუბარში აცხადებს. 
ამასთან, ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვის დასმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მოუწიოს.
'ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა კითხვებს ბადებს. ამაზე შესაძლოა, კითხვის დასმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროსაც მომიწიოს და ჩვენს მეგობარ ქვეყანას ძალიან რბილად ავუხსნათ, რომ რაღაც ეტაპზე ეს, შესაძლოა, ჩვენთვის არ იყოს სასარგებლო და დარეგულირება სჭირდება', - განმარტავს ივანიშვილი.
პრემიერის აზრით, ეს პროცესი მარტივი არ იქნება, რადგან რკინიგზის მშენებლობა დაწყებულია.
'მშენებლობის დაწყებამდე ეს პროცესი უფრო ადვილი იქნებოდა, ახლა კი ძალიან ძნელია. მეზობლებსა და წინა ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებებს პატიცი უნდა ვცეთ, მაგრამ ამავე დროს აქ არის კითხვები და ამას პასუხი სჭირდება. ჩვენმა წინაპრებმა გეოგრაფიულად უნიკალური ადგილი დაგვიტოვეს და ამას პატრონობა და სწორი გამოყენება უნდა, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ ჩვენი ყველა შესაძლებლობა', - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები