მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბიძინა ივანიშვილი: 19 აპრილი ცარიელი ბაქი-ბუქია

,,19 აპრილი ცარიელი ბაქი-ბუქია', _განაცხადა ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ,,ნაციონალური მოძრაობის' მიერ დაგეგმილი მანიფესტაციის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ხალხმა კარგად იცის რა არის სინამდვილე.

,,საჯაროდ არ მითქვამს და საკუთარ გუნდთან განვაცხადე, როცა უგულავას დასაცავად გამოვიდნენ დაითვალეს და 350 ადამიანი იყო, უკეთეს შემთხვევაში 19 აპრილამდე ამის ნახევარს შეინარჩუნებენ, თუ შედგა საეროდ 19 აპრილი. ეს არის ცარიელი ბაქი-ბუქი, რადგან სათქმელი მერაბიშვილს არაფერი არ აქვს. მან იცის, რომ ისევე როგორც მასზე უგულავაზეც პროკურატურაში კითხები არსებობს და მგონია, 19 აპრილი ამას მიუძღვნა მხოლოდ', -განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ კარგად იცის რა არის რეალობა და ხალხში არ არსებობს უარყოფითი მუხტი მოქმედი ხელისუფლების მიმართ.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს პარლამენტის ყოფილ შენობასთან ,,ნაციონალური მოძრაობა' მასშტაბურ მანიფესტაციას გეგმავს.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები