მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბიძინა ივანიშვილი – ხელისუფლებისგან პროვოკაციებს არ გამოვრიცხავ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს არ დავუშვათ

'ქართული ოცნების' ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებისგან პროვოკაციებს არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს არ დაუშვას. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ 'კვირის პალიტრისთვის' მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 
მისი ვარაუდით, ხელისუფლებას შეუძლია ისეთი სამოქალაქო დაპირისპირებები დაგეგმოს, როგორიც არის - ერთი მხრიდან გადაცმული, მეორე მხრიდან კი ფორმიანი პოლიციელების შეჯახება. 
'ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ ხალხი ბრძენია და ყველაფერს სათანადოდ შეაფასებს... ხელისუფლებაში ერთ ან მაქსიმუმ ორ თვეში დაინახავენ, რომ სიტუაცია გადატეხილია. ხალხს აღარ ეშინია და ვეღარ მოახერხებს პოლიცია დღევანდელივით ძალადობას. ამიტომაც შეუძლიათ, ნებისმიერი რამ მოიფიქრონ', - აღნიშნავს ივანიშვილი.
'ქართული ოცნების' ლიდერი ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყიში ელოდება, რომ კოალიციის გეგმაზომიერი ქმედებებიდან გამომდინარე, ხალხი შიშს საბოლოოდ მოერევა.
მისივე თქმით, დარჩენილი დრო - ივლისი, აგვისტო და სექტემბერი იმაზე მუშაობას მოხმარდება, რომ მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
'ეს არის გარდატეხა და აქ საშიში არაფერია. მხედველობაში არ მაქვს არც ქუჩა, არც შეჯახებები და არც ძალადობაზე გადასვლა. პირიქით, პროცესი გეგმაზომიერად და მშვიდად უნდა წავიდეს', - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები