მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბიწაძის დაბრუნება...

პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის ორგანიზებაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით,  ჩადენილ დანაშაულში, ჯგუფურად ძალადობითა და ძალადობის მუქარით, მსჯავრდებული ბადრი ბიწაძე საქართველოში პოლიტიკური დევნილის სტატუსით გათენიისას დაბრუნდა.

 

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი, 'დემოკრატიული მოძრაობის' ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მეუღლე მიუნხენის რეისით ჩამოვიდა და მას თანაგუნდელები დახვდნენ, როგორც ეროვნულ გმირს...

26 მაისის აქციების სულისჩამდგმელი ივანიშვილის პოლიტიკურმა გუნდმა დევნილთა სიაში ისე შეიყვანა, რომ მის პოლიტიკური ბეგ-რაუნდისთვის თვალიც კი არ გადაუვლია. მეტიც,  ბესელიას პოლიტპატიმართა სიის წყალობით, ციხიდან ალექსანდრე ბიბილურიც გამოდის, რომელიც პოლიციელის თანამშრომლის  33 წლის ვლადიმერ მასურაშვილის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

2010 წლის 26 მაისის მიტინგის დაშლის დროს, ნინო ბურჯანაძე ოჯახთან ერთად ესკორტით გაიქცა. მისი ესკორტის ერთ-ერთი მანქანა, რომელსაც ბიბილური მართავდა, ხალხში შევარდა და ხუთ ადამიანს დაეჯახა.

სწორედ მათ შორის იყო ვლადიმერ მასურაშვილიც, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელის პოლიტპატიმართა სიაში ჩასმა ნინო ბურჯანაძის ნახელავია, ისევე როგორც ბიწაძის პოლიტ-დევნილის სტატუსის მინიჭება.

რაც შეეხება თავად ბიწაძეს, მან საქართველო ცნობილი მოვლენების შემდეგ დატოვა.

''ბადრი ბიწაძე, რომლის ინიციატივითაც ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი მოძრაობა - 'სახალხო კრებასთან' შექმნილი ნახევრად გასამხედროებული დაჯგუფება 'შეფიცულები',  2011 წლის მაისის თვეში შეხვდა გია უჩავას და დაავალა 'სახალხო კრების' მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სანდო და ფიზიკურად ძლიერი  'შეფიცულები'-ს მეშვეობით, ხელკეტებით, ასევე იარაღად სხვა საგნების გამოყენებით მოეწყო პოლიციის მუშაკებზე თავდასხმა, რაც უნდა გადაზრდილიყო მასშტაბურ ფიზიკურ დაპირისპირებაში'',- ვკითხულობთ ბიწაძის საქმეში.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, კბილაშვილი თავიდან მიუბრუნდა 26 მაისის საქმეს, თუმცა ერთი სიტყვა არავის უთქვამს იმ ჩანაწერებზე, რომელიც  შს სამინისტრომ გაავრცელა.

სატელეფონო საუბარში ბურჯანაძე და მისი ვაჟი რუსთაველზე სისხლისღვრაზე და ქართული ჯარის გრუს სპეცნაზთან დაპირისპირებაზე ოცნებობდნენ.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები