მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბრეივიკი: გარეთ ჩემი 2 მიმდევარი დავტოვე

დაკითხვის დაწყებისთანავე, ნორვეგიელმა ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა, შოკში ჩააგდო მოსამართლეები, როცა განაცხადა, რომ გარეთ თავისი საქმის ორი მიმდევარი ჰყავს დატოვებული. ბრეივიკის თქმით, თავის მიერ შექმნილ წრეში მას ხელმძღვანელს უწოდებენ, - „ადამიანს, რომელსაც აქვს ძალაუფლება და თავისუფალი კავშირი მიმდევრებთან'.

ტერორისტის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს უმაღლესი განათლება, მაინც შეძლო უდიდესი ცოდნის მიღება, რაზეც 15 000 საათი დახარჯა და ძირითადად ინტერნეტ-ენციკლოპედია Wikipedia-ს სწავლობდა.

დაკითხვისას ბრეივიკმა ასევე აღიარა, რომ ტერაქტების კუნძულ უტოიაზე მოწყობა მის თავდაპირეველ გეგმაში არ შედიოდა და რომ ეს იყო ალტერნატიული ადგილი. ბრეივიკი თავდასხმის ორგანიზებას აპირებდა ნორვეგიის ჟურნალისტური გამოძიების ფონდის ყოველწლიურ კონფერენციაზე, თუმცა ეს გეგმა ჩაუვარდა.

კიდევ უფრო შოკისმომგვრელი იყო ტერორისტის მოთხოვნა - გაათავისუფლონ სასამართლო დარბაზიდან. მას სჯერა, რომ გაამართლებენ, რადგან კანონის თანახმად, ქმედებისთვის, რომელიც საფრთხეში მყოფი ხალხის გადარჩენას ისახავდა მიზნად, ვერავის დასჯიან.

„მე არ შემიძლია თავი დამნაშავედ ვცნო იმაში, რაც ჩავიდინე. მე ვიცავდი ჩემს კულტურას და ჩემს ხალხს. ჩვენ გვსურს ქრისტიანული ერი ვიყოთ' - განაცხადა ბრეივიკმა, რომელსაც იმედი აქვს, რომ მომავალში, ადამიანები გაუგებენ და ცხადი გახდება, რომ ციხეშიც არ უნდა იჯდეს.

ანდერს ბრეივიკმა სხდომაზე წასაკითხად სპეციალურად მოამზადა 25-გვერდიანი სიტყვა, თუმცა შემდგომ ის 13 გვერდამდე შეამცირა. მოსამართლის მოწოდებაზე, რომ თავის გამოთქმებში თავშეკავებული ყოფილიყო, ვინაიდან დარბაზში დაღუპული ახალგაზრდების ნათესავები იმყოფებოდნენ, ბრეივიკმა განაცხადა, რომ ტექსტი ისედაც „თავშეკავებული ტერმინოლოგიით' დაწერა.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები