მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბრეივიკმა ჩადენილი ტერაქტებით თავი მოიწონა

ოსლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე დღეს ბრეივიკის ჩვენებას ისმენენ.

ნორვეგიელმა ტერორისტმა თავი მოიწონა იმით, რომ მან, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე „ეშმაკური და სანახაობრივი თავდასხმა' მოაწყო. ასევე აღნიშნა, რომ ცდილობდა დაეცვა ევროპელები და ნორვეგიელები და თავიდან აეცილებინა სამოქალაქო ომი, რომელიც მულტიკულტურალიზმის პოლიტიკისა და მიგრანტთა მოზღვავების შედეგი იქნება. ბრეივიკმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, იგივეს კვლავ გაიმორებდა.

ჟურნალისტები, რომლებიც სხდომათა დარბაზში იმყოფებიან, იტყობინებიან, ტერორისტს მაინც მისცეს „სიტყვით გამოსვლის' საშუალება, თუმცაღა ამას მარტო პროცესის დამსწრენი ისმენენ, რადგან ბრეივიკის იდეების პროპაგანდის თავიდან ასაცილებლად სასამართლომ აკრძალა მისი გამოსვლის პირდაპირ ეთერში გადაცემა.

ცნობილი გახდა, რომ პროცესი დატოვა ტერორისტის საქმის 6 მოსამართლიდან ერთ-ერთმა - ტომას ინდრებიუმ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოსამართლემ გასული წლის ივლისში განაცხადა, რომ ნორვეგიელი ტერორისტი პირდაპირ სიკვდილით უნდა დასაჯონ.

სასამართლო ანდერს ბრეივიკის ჩვენებას 5 დღის განმავლობაში მოისმენს.

Internet.ge 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები