მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბრიტანეთი ერაყიდან გადის

22 მაისს დიდი ბრიტანეთი ერაყის ომში რვაწლიან მონაწილეობას დაასრულებს - კვირას ბრიტანელი ჯარისკაცები სახლში დაბრუნდებიან. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ლიამ ფოქსმა განაცხადა.

ამჟამად ერაყში 170 ბრიტანელი საზღვაო ქვეითი ჯარისკაცი რჩება. ისინი ერაყის საზღვაო ფლოტის სამხედრო მოსამსახურეებს ასწავლიან. 2003 წელს ოპერაციის ფარგლებში, დიდმა ბრიტანეთმა ერაყში 46 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი შეიყვანა. არმიის დიდმა ნაწილმა ერაყი ჯერ კიდევ 2009 წელს დატოვა. 

ოპერაციის დროს ბრიტანეთმა ერაყში 178 სამხედრო მოსამსახურე და თავდაცვის სამინისტროს ერთი სამოქალაქო ჩინოვნიკი დაკარგა. 22 მაისიდან ერაყში მხოლოდ დიდი ბრიტანეთის საელჩოს პერსონალი დარჩება.


ambebi.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები