მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბრიუსელის სასტუმროს ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არსებობას საგარეო უწყება გადაამოწმებს

ბრიუსელში, სასტუმრო 'სანტ ნიკოლაში' დაჯავშნისას, დამოუკიდებელი ქვეყნების ნუსხაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არსებობის თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. 
როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, საგარეო უწყება გადაამოწმებს აღნიშნულ ინფორმაციას და შესაბამის ზომებს მიიღებს. 
'იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მივიღებთ შესაბამის ზომებს. ჩვენ გვყავს ბელგიაში წარმომადგენლობა, რომელიც დაუყოვნებლივ გაარკვევს ამ საკითხს', - განაცხადა ნინო კალანდაძემ. 
ნინო კალანდაძე დარწმუნებულია, რომ გაუგებრობასა აქვს ადგილი და არა რაიმე მიზანმიმართულ ქმედებას.
ბრიუსელის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ონლაინ-დაჯავშნისას ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოსთან ერთად, მითითებულია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც.
სასტუმროს ქვეყნების ჩამონათვალში დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არსებობა საქართველოს მოქალაქეებმა აღმოაჩნეს, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით სასტუმროს ნომრის დაჯავშნას ცდილობდნენ. ისინი ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევებია სხვა რამდენიმე სასტუმროში.
~ინტერპრესნიუსმა~ ონლაინდაჯავშნის ფორმატში ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ~სანტ ნიკოლას'-ის ვებვერდზე აღმოაჩინა. აღნიშნული სასტუმრო ბრიუსელის ცენტრში მდებარეობს და ის სამ ვარსკვლავიანია.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები