მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბრიფინგი საგარეო საქმეთა სამინისტროში

საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა. მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ აფხაზეთში მარიონეტული მთავრობის ლიდერის გარდაცვალების შემდეგ მოვლენათა შესაძლო განვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბაღაფშის გარდაცვალება, საქართველოსა და სოხუმის რეჟიმს  შორის ვითარებას არ  შეცვლის.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის ტერიტორია ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ვითარება საოკუპაციო წარმომადგენლების მიერ იმართება, პროგნოზი ძნელი გასაკეთებელია, თუმცა ვითარება არსებითად არ იცვლება. ნინო კალანდაძის განცხადებით, რაც შეეხება არჩევნებს, ეს იქნება არალეგიტიმური არჩევნები.

`ასეთი სახით არჩევნები საერთაშორისო თვალსაზრისითად არალეგიტიმური და იურიდიული ძალის არმქონეა. შესაბამისად, ჩვენთვის ვითარება არ იცვლება,` განაცხადა კალანდაძემ.

რუსთავი 2

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები