მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბულგარეთის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა

დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბულგარეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა პლამენ ლუბომიროვ ბონჩევმა რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას.

გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები. მხარეებმა, ასევე განიხილეს უახლოეს პერიოდში დაგეგმილი მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტები.

შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბულგარეთის ახლადდანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა თავის მომავალ საქმიანობაში.

internet.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები