მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> „გაგების“ შემთხვევაში კრიმინალებს უფრთხილდით, „მუნდირის“ შემთხვევაში პოლიციას

ივანიშვილის ფრთიანი ფრაზა  „მოეკიდეთ გაგებით',  ძალაში შედის. თუ აქამდე, ხელისუფლება კრიმინალებს „წაახალისებდა', შინაგან საქმეთა მინისტრი ზალოვანი უწყების ხელმძღვანელებს უნთებს მწვანეს, „დაიცვან მუნდირი'.

ერთი კვირაა, მედია აჭრელებულია, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის, ვალერიან თელიას მიერ, უფლებამოსილების გადამეტების ამსახველი ვიდეო თუ სხვა ინფორმაციებით. თელიას, საიას თანამშრომლები სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და მათი მისამართით ანთებული სიგარეტის სროლაში სდებენ ბრალს. მალევე ვრცელდება ინფრომაცია, რომ ბატონი თელია მანქანას უკანონოდ მართავდა. სავარაუდოდ, მას არ აქვს მართვის მოწმობა. საზოგადოება, ბუნებრივია ელის მინისტრისგან მინიშნებას მაინც, ამ ფაქტისადმი დამოკიდებულების შესახებ. სწორედ ამ დროს,  შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერიან თელია იყო ვალდებული, საკუთარი მუნდირი დაეცვა.

„ მიმაჩნია, რომ ძალიან გაზვიადებული იყო, თქვენ ალბათ, ნახეთ, რომ ინციდენტისას რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა. ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაძაბულობას, დაძაბულ საუბარს აჭარის პოლიციის უფროსსა და მოქალაქეს შორის, რომელიც აღმოჩნდა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციის უფროსს. მე მინდა, აქვე შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიციელი და კონკრეტულად ვალერი თელია, 24 საათის განმავლობაში იცავს აჭარის მოსახლეობის უსაფრთხოებას. სწორედ იმ დღეს, იმ საათში ვალერი თელია მიემართებოდა მნიშვნელოვანი ოპერაციის განსახორციელებლად, ტრეფიკინგის ფაქტის გამოსავლენად. ასე რომ, ზოგადად აჟიოტაჟი, რაც ატყდა და მე მოვისმინე, განცხადებები, რომ თითქოს ვინმემ კამერები წაშალა და ჩვენ ეს დავმალეთ. თქვენ ნახეთ გენინსპექციის დასკვნა და იქ დეტალურად არის აღწერილი, თუ რა მოხდა რეალურად. არაფერი არ დაგვიმალავს, არაფრის აღიარება ჩვენ არ გვჭირდება, ჩვენ ვამბობთ სიმართლეს. ეს არის ჩემი პასუხი.

აქვე მინდა, განვმარტო, რომ თუ ვინმეს რაიმე გადაცდომა ჰქონდა, თუნდაც ტექნიკოსს, რომელსაც წაეშალა თუ წაშალა თუ რაღაც, ეს არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ამოვიღეთ ალტერნატიული წყაროდან ვიდეოფირები და თვითონ გავავრცელეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს ინციდენტი არის ძალიან გაზვიადებული, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, აშშ-ში ან ევროპის ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, რომელიმე რეგიონის პოლიციის უფორისისთვის მოქალაქეს, ისიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფს რომ მიეყენებინა სიტყვიერი შეურაცხყოფა?! ძალიან გთხოვთ, ყველა კარგად დაფიქრდით. ვალერი თელიამ გამოჩინა ნებისყოფა. რა თქმა უნდა, უსიამოვნოა და იდეალურად არ წარიმართა ყველაფერი, მაგრამ მას აქვს მუნდირის ღირსების განცდა, ის იყო ვალდებული, დაეცვა საკუთარი მუნდირი', - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ინციდენტი არის ამოწურული და შსს საია-სთან მაქსიმალურად გახსნილად ითანამშრომლებს.

ამის შემდეგ,  საზოგადოება, მზად უნდა იყოს,  ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელთა მხრიდან,  ნებისმიერი სახის უხეშობაზე.  მინისტრი ღარიბაშვილი, საკუთარ მუნდირს დაიცავს და არ აღიარებს, რომ მან სისტემაში არაპროფესიონალები შეყარა.  მოკლედ, ის დრო მოვიდა, როცა ძალა აღმართს ხნავს. ამას ახლა,  ხან „გაგება' ჰქვია, ხან „მუნდირი'.  გაგების შემთხვევაში კრიმინალებს უფრთხილდით, „მუნდირის' შემთხვევაში პოლიციას. 

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები