მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გაერო-მ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილების დაბრუნების უფლება აღიარა

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილების დაბრუნების უფლება აღიარა. ამის შესახებ გენერალური ასამბლეის რეზოლუციაშია ნათქვამი, რომელიც გუშინ მიიღეს.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 57-მა სახელმწიფომ, 13 წინააღმდეგი იყო, ხოლო 74-მა თავი შეიკავა. დოკუმენტში აღიარებული ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და მისი შთამომავლების სახლში დაბრუნების უფლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. რეზოლუციაში ასევე დაფიქსირდა მოწოდება, შემუშავდეს დევნილების დაბრუნების გრაფიკი. 
ასამბლეამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაცული უნდა იყოს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და დევნილთა ქონებრივი უფლება, რომლებიც საქართველოში კონფლიქტების შედეგად დაზარალდნენ და ყველამ თავი უნდა შეიკავოს მათი ქონების უკანონოდ შესყიდვისგან. 
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ დაუშვებელია დემოგრაფიული სიტუაციის ძალადობრივი შეცვლა. ასამბლეა მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებათა მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა მშვიდობის დასამყარებლად, შეთანხმდნენ ნდობის გასამყარებლად ეფექტურ ზომებზე და დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები ადამიანის უფლებათა პატივისცემისკენ. 
ცხინვალისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებები აღნიშნული რეზოლუციის მიღების წინააღმდეგნი იყვნენ.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები