მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გაეროს გენერალურ ასამბლეაში მიღებული რეზოლუცია ცხინვალმაც გააპროტესტა

მოსკოვისა და სოხუმის შემდეგ, 3 ივლისს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ქართული მხარის ინიციატივით წარმოდგენილი რეზოლუციის მიღება ამჯერად ცხინვალმა გააპროტესტა.

განცხადება პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მარიონეტული რეჟიმის ლიდერის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა გააკეთა.

ჯიოევის თქმით, რეზოლუცია შორს დგას დემოკრატიული ფასეულობებისგან. მის განსაკუთრებულ გულისწყრომას კი ის ფაქტი იწვევს, რომ აღნიშნული დოკუმენტით, როგორც თავად განაცხადა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კვლავ საქართველოს შემადგენლ ნაწილებად მოიხსენიება და რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებში დაბრუნების საკითხი, საქართველოს შიდა საქმეა.

ცხინვალი აცხადებს, რომ „რეზოლუცია არ ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პოზიციებს, რომლებიც გენერალური ასამბლეის სხდომაზე არ მიუწვევიათ', რაც ასევე იწვევს სეპარატისტული რეჟიმის გაღიზიანებას.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები