მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გაეროს დასკვნით 2013 წელს ინვესტიციები კრიზისამდელ დონეს დაუბრუნდება



 გაეროს ვაჭრობისა და განვითარების სფეროს კონფერენციის ეგიდით შედგენილ მოხ­სენებაში – „2011 წლის ინვესტიციების მსოფლიო მოხსენება“ – ნათქვამია, რომ პირდა­პირი უცხოური ინვესტიციები კრიზისამდელ დონეს 2013 წელს დაუბრუნდება. რაც შე­ეხება მსოფლიო ვაჭრობასა და სამრეწველო სფეროს, ეს ორი სეგმენტი უკვე საწყისი დონის მაჩვენებელს დაუბრუნდა. ზრდის ტემპი შეინიშნება საზღვარგარეთ გაყიდვებში, დასაქმებასა და ტრანსნაციონალურ კორპორაციებში. მიუხედავად იმისა, რომ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში შესუსტებულია გლობალური პირ­დაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, განვითარებადმა და გარდამავალი ეკონო­მიკის ქვეყნებმა ინვესტიციების ნახევრის მოზიდვა შეძლეს.

 მსოფლიო ქვეყნების საინვესტიციო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად ლიბერალიზა­ცია და ინვესტიციების ხელშეწყობა რჩება. გაეროს მოხსენების თანახად, 2010 წელს პირდაპირი ინვესტირების გლობალური დონე გაზრდილია 1.24 ტრილიონი დოლარით, თუმცა კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით 15%–ით დაბალია.

ტაბულა

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები