მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გაერო-ს უშიშროების საბჭოს ინდოეთი უხელმძღვანელებს

 

გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად გაერო-ში ინდოეთის მუდმივი წარმომადგენელი ხარდიპ სინგხ პური დაინიშნა. გაერო-ს ახალი ამბების ცენტრის ცნობით, პურიმ განაცხადა, რომ აგვისტოში ძირითადი ყურადღება სამშვიდობო მისიებსა და ლიბიაში მიმდინარე პროცესებს დაეთმობა. ორშაბათს, ინდოეთის თავმჯდომარეობით, სირიაში შექმნილ ვითარებაზე პირველი სხდომა უკვე გაიმართა.

ინდოეთის გაერო-ს უშიშროების საბჭოში არ არის მუდმივი წარმომადგენელი. ბოლოს, აღნიშნული ქვეყანა საბჭოს 19 წლის წინ ხელმძღვანელობდა.

სინგხ პურიმ განაცხადა, რომ თავის სტატუსს უშიშროების საბჭოს რეფორმირებისთვის და ინდოეთის მუდმივ წევრად არჩევისთვის არ გამოიყენებს. თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლებელია მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ ინდოეთს გააჩნია უფლებამოსილება და პოლიტიკური წონა იმისთვის, რომ უხელმძღვანელოს გაეროს უშიშროების საბჭოს. ეს კი, მისი თქმით, იმის სიგნალი იქნება, რომ ინდოეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი გახდეს.

ipn.ge 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები