მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გაერო-ს ყველა შენობაზე დროშები დაშვებულია

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა კონგოში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' საქართველოში გაერო-ს სახლიდან აცნობეს, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში, კინშასაში, 4 აპრილს თვითმფრინავის ავიაკატასროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისთვის, რომელთა შორის ოთხი საქართველოს მოქალაქეა, სამძიმრის წერილი გაავრცელა. 
ამასთან, დღესვე ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა. ასევე, მთელს მსოფლიოში გაერო-ს ყველა დაწესებულებაზე აღმართული დროშები, მათ შორის საქართველოში, დღეს დილიდან დაეშვა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები