მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე, გერმანიაში ლადო ჭანტურია, დიდ ბრიტანეთში კი თედო ჯაფარიძე იქნება

გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე, გერმანიაში ლადო ჭანტურია, დიდ ბრიტანეთში კი თედო ჯაფარიძე იქნება. კახა იმნაძე შევარდნაძის მთავრობის პრესსპიკერი იყო, ლადო ჭანტურია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. თედო ჯაფარიძე კი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა.

'ვადასტურებ ამაზე საუბრები იყო. ჯერჯერობით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ეს დოკუმენტი არ შემოსულა', - განუცხადა თედო ჯაფარიძემ რუსთავი 2-ს.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმოსაწერად ელჩების სია უკვე გადაეგზავნა. სულ 18 ელჩი იცვლება. მას შემდეგ რაც დოკუმენტს პრეზიდენტი ხელს მოაწერს, იგი საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად გადაეგზავნება.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები