მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გაერო სირიაში უპრეცედენტო საშინელების შესახებ გააფრთხილეს

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, ელჩმა ლაგ ლახდარ ბრახიმიმ გაანაცხადა, რომ სირიაში კრიზისმა საშინელების უპრეცედენტო მაჩვენებელს მიაღწია, რომ ქვეყანა ნადგურდება და იქ მიმდინარე პროცესები მთელ რეგიონზე აისახება. მისი გამოსვლა ეყრდნობოდა იმ ფაქტს, ალეპოში ათეულობით ახალგაზრდა მამაკაცის გვამი იპოვეს. 
მდინარე კუვაიკის სანაპიროზე, ბუსტან ალ-კარსის რაიონში, ქალაქის დასავლეთით, 70 გვამზე მეტი იქნა ნაპოვნი. უმრავლესობას ხელები შეკრული ჰქონდა წელსქვემოთ და თავში ნასროლი. ლახდარ ბრახიმი სირის კონფლიქტის დარეგულირებას გასული წლის აგვისტოდან ცდილობს. გაეროს მონაცემებით, 2011 წლიდან ქვეყანაში 60 ათასი ადამიანი დაიღუპა. 
გაეროს უშიშროების საბჭო ვერაფრით თანხმდება სირიის კონფლიქტზე უკვე წელიწადზე მეტია. აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და დასავლეთის სხვა ქვეყნები ცდილობენ რეზოლუციის მიღებას, რომელიც ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, თუმცა, რუსეთი და ჩინეთი რეზოლუციას ვეტოს ადებენ. სირიის ხელისუფლება და ოპოზიცია კი ერთმანეთს ადანაშაულებენ მასობრივ მკვლელობებში.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები