მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რიცხვი გაიზარდა

მსოფლოში ლტოლვილთა რიცხვმა 15 წლიან მაქსიმუმს გადააჭარბა, ხოლო განსახლებულთა უმრავლესობა ღარიბი ქვეყნების მკვიდრები არიან. აღნიშნული დასკვნა გაერო-ს ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ დადო.

როგორც გაერო-ს ოფიციალურ დოკუმენტშია ნათქვამი, ამ დროისათვის მსოფლიოში 43,7 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია. მოცემული ციფრის ნახევარს არასრულწლოვნები წარმოადგენენ. დოკუმენტში ჯერ არ დაფიქსირებულა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც არაბულ სამყაროში არეულობების მიმდინარეობისას დატოვეს ქვეყნები.

ამასთან, გაერო-ს სპეციალური კომისიის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ სამშობლოში დაბრუნებულ ადამიანთა რიცხვმა 197,9 ადამიანით დაიკლო. ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში მოქალაქეობის გარეშე 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

onlinenews.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები