მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გამარტივებული სავიზო რეჟიმი რუსეთსა და საქართველოს შორის ზაფხულიდან ამოქმედდება

გამარტივებული სავიზო რეჟიმი რუსეთსა და საქართველოს შორის ზაფხულიდან ამოქმედდება. ამ საკითხის შესახებ შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურა აბაშიძემ  და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრეგორი კარასინმა 1 მარტს პრაღაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

სავიზო რეჟიმის სრულ გაუქმებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის, თუმცა მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისთვის გამარტივება მოხდება. ეს შეეხებათ სტუდენტებს, ბიზნესმენებს და ასევე სასმეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს.

დღეს ზურა აბაშიძემ პირველი რადიოს პრესკლუბში სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც ჟურნალისტებს გააცნო შეხვედრის შედეგები.

'რუსეთის მხარე მუშაობს იმაზე, რომ მოხდეს სავიზო რეჟიმის გამარტივება გარკვეული კატერგორიებისთვის. ხაზს ვუსვამ, რომ გაუქმებაზე საუბარი არ არის, ახლა საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეთა კატეგორიები გაიზარდოს, გაიზარდოს მომწვევთა კატეგორიები და რაოდენობა. ეს ალბათ შეეხება სტუდენტებს, ბიზნესმენებს და მეცნიერებს. ჩემი აზრით, ზაფხულზე ჩვენ გვექნება უფრო გამარტივებული სავიზო რეჟიმი რუსეთის მხრიდან', - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

მომდევნო შეხვედრა ზურაბ აბაშიძესა და გრეგორი კარასინს შორის მაისის პირველ რიცხვებში იგეგმება.

ჯეონიუსი

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები