მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> „გამარჯვებული კოალიციის პროგრამაში ერთი ფრაზა ყველას კარგად უნდა წაეკითხა“

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  „ქართული ოცნების' პროგრამაში  არსებულ ერთ მნიშვნელოვან ფრაზას ამომრჩეველმა ყურადღება არ მიაქცია.   „ბევრი შიში, რომელიც გვქონდა, დასტურდება. ყველა არჩევანს თავისი ფასი აქვს და გამარჯვებული კოალიციის პროგრამა ყველას კარგად უნდა წაეკითხა. ამ პროგრამაში იყო ერთი ფრაზა, რომელსაც ყურადღება  მაშინვე მივაქციე. მინდოდა, ამისთვის ყურადღება ამომრჩეველსაც მიექცია, თუმცა სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა არ მომისმინა. ეს ფრაზა იყო -  „საქართველო უნდა გაქრეს როგორც პრობლემა, დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში'. საქმე იმაშია, რომ საქართველო არის პრობლემა ამ ურთიერთობებში იმიტომ, რომ საქართველოს  რუსეთმა შეუქმნა პრობლემა და ამ პრობლემების მოგვარების გარეშე, თუ საქართველო გაქრა როგორც პრობლემა, საქართველო გაქრება როგორც ქვეყანა.  ეს არის უკიდურესად საშიში საგარეო პოლიტიკური კონცეფცია და ეს არ არის ქართული კონცეფცია, ეს არის წმინდა წყლის რუსული კონცეფცია - რომ თავი დაანებეთ ამერიკის და ევროპის შეწუხებას და ორგანიზაციებში სირბილს, შემოდით ჩვენთან ბნელ მოსახვევში, განათებულ პროსპექტზე სიარულს თავი დაანებეთ, ჩვენთან შემოდით და ქურდულად მოვაგვაროთ საქმე', - განაცხადა პრეზიდენტმა და პრემიერის სომხეთში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.   „თურმე, ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი პოლიტიკა, როგორიც აქვს ჩვენ მეგობარ სომხეთს. სომხეთს აქვს თავისი პრიორიტეტები და გამოწვევები. მე ძალიან ვამაყობ, რომ არასოდეს დამიშვია ანტისომხური რიტორიკა, რასაც ჩვენი ოპონენტები მუდმივად მიმართავდნენ, ბოლო წლებში, მართლა განვითარდა სომხურ-ქართული ურთიერთობები და ეს მიმაჩნია ჩვენი მთავრობის ძალიან მნიშვნელოვან მონაპოვრად, მაგრამ სომხეთი არ აპირებს ნატო-ში შესვლას. რუსული გეგმა კავკასიისთვის დაახლოებით, იგივეა, რაც ჰქონდათ ევროპისთვის - ფინლანდიზაცია. ეს იყო, რომ შენ არ ატარებ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას და ითვალისწინებ საბჭოთა კავშირის ინტერესებს. დაახლოებით, იგივეა სამხრეთ კავკასიაში. თუ მოგწონს ეს მოდელი, მაშინ შენ უკვე აღარ მიდიხარ დასავლეთისკენ და სადღაც შუაში ხარ გაჭედილი. მე ვფიქრობ, ეს არ ყოფილა არასდროს ქართველი ხალხის არჩევანი,'- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „პირველ რადიოსთან' ინტერვიუში. 

frontnews.ge 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები