მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, სოციალური მდგომარეობის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა

NDI-ის კვლევის მიხედვით, კვლევის შიგნით ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად დასაქმება, კომუნალური მომსახურების ღირებულება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოების შემცირება და ტრანსპორტის ღირებულება სახელდება. 
როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა, ბათუმსა და ასევე, გარკვეულ რეგიონებში, კვლავ პრობლემად რჩება გზები და გაზმომარაგება. დასაქმების პრობლემა 81%-ს, კომუნალური მომსახურების ღირებულება - 46%-ს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოების შემცირება - 33%-ს, ტრანსპორტის ღირებულება- 32%-ს, გზები და გაზმომარაგება კი - გამოკითხულთა 20%-ს აწუხებს. 
დასახლების ტიპის მიხედვით კი, პრიორიტეტული კვლავ დასაქმებაა. მოსახლეობა მისთვის აქტუალური საკითხების პოლიტიკოსების მიერ განხილვით უკმაყოფილოა. კითხვაზე, 2008 წლის იანვართან შედარებით, როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში დასაქმების, კომუნალური მომსახურების ღირებულების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებისა და ტრანსპორტის ღირებულების კუთხით, გამოკითხულთა უმეტესობა პასუხობს, რომ მდგომარეობა გაუარესდა. 
2008 წლის იანვრის შემდეგ, გამოკითხულთა 49% აცხადებს, რომ იმავე მდგომარეობაშია, 37%-ის მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო წინა კვლევებთან შედარებით, კვლავ 13% დარჩა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა მდგომარეობაც უკეთესობისკენ არის შეცვლილი.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები