მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გამოკითხულთა 44%-ის აზრით, საქართველოში დემოკრატია არ არსებობს

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არსებობს. 39%-ის აზრით კი, ქვეყანაში ამჟამად დემოკრატიაა. 
გამოკითხულთა 17% კი აღნიშნულ კითხვაზე პასუხობს, რომ არ იცის. როგორც კვლევის პრეზენტაციაზე NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ განაცხადა, აღნიშნული მაჩვენებელი 2008 წელს მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით გაუარესდა. კითხვას, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, მაშინ გამოკითხულთა 46%-მა გასცა უარყოფითი პასუხი, დადებითად კი  33%-მა უპასუხა. 
კითხვაზე, რას ნიშნავს თქვენთვის დემოკრატია, 48 პროცენტი პასუხობს, რომ ეს არის სიტყვისა და მედიის თავისუფლება, 45%-სთვის ეს არის ზოგადად, თავისუფლება, 40% მიიჩნევს, რომ კანონის წინაშე თანასწორობა და სამართლიანობა, 32%-სთვის ადამიანის უფლებების დაცვა, 24%-სთვის სამუშაო ადგილები, ხოლო 18%-სთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
კვლევა მიმდინარე წლის 4-17 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს წესით, გამოიკითხა 2893 ადამიანი. მათ შორის იყვნენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის მცხოვრებლები. ნავაროს თქმით, კვლევაში ცდომილება პლუს-მინუს 3%-ს შეადგენს.
კვლევების დამკვეთია NDI, ფინანსური მხარდამჭერი- შვედეთის განვითარების სააგენტო. კვლევები ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები