მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გამოკითხულთა 73% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73 პროცენტი მიიჩნევს, რომ დაუსაქმებელია. კვლევის შედეგების თანახმად , დასაქმებულად თავს მხოლოდ გამოკითხულთა 27% თვლის. 
კითხვაზე, რა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას, 41% პასუხობს, რომ უმუშევარია და სამსახურს ეძებს, 25% პენსიონერია და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, 14% კი - დიასახლისია. 
ზოგადად, საქართველოში დასაქმების სურათი კი კვლევის მიხედვით, ასე გამოიყურება - 27% დასაქმებულია სრულ, ან ნახევარ განაკვეთზე, 31% უმუშევარი ან ეძებს სამსახურს, 5% - უმუშევარი და არ ეძებს სამსახურს, 36% კი თავს არააქტიურ შრომით რესურსად მიიჩნევს. 
კვლევა მიმდინარე წლის 4-17 მარტის პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს წესით გამოიკითხა 2893 ადამიანი. მათ შორის იყვნენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის მცხოვრებლები. ნავაროს თქმით, კვლევაში ცდომილება პლუს-მინუს 3%-ს შეადგენს.
კვლევების დამკვეთია NDI, ფინანსური მხარდამჭერი - შვედეთის განვითარების სააგენტო. კვლევები კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები