მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას კოკა სეფერთელაძე შეასრულებს

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას კოკა სეფერთელაძე შეასრულებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის კონსულტანტმა თამაზ ჯოლოგუამ გუშინ განაცხადა . 
მან განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების შეხვედრა შეაჯამა და დეტალებზე ისაუბრა. ჯოლოგუას განცხადებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისათვის მაია მიმინოშვილის გათავისუფლების მიზეზი გაურკვეველი დარჩა. 
მისივე თქმით, შეხვედრაზე მინისტრი შეეცადა, აეხსნა, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჯოლოგუას ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლების ეროვნულ ცენტრში სისტემა ინსტიტუციებზე უნდა იყოს დამყარებული და არა - პიროვნებაზე. 
რაც შეეხება კოკა სეფერთელაძის საკითხს, ჯოლოგუას ინფორმაციით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ დროებით ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვა და ამიტომ ამ თანამდებობაზე კოკა სეფერთელაძე დაინიშნა. ჯოლოგუას განცხადებით, მათ პიროვნულად კოკა სეფერთელაძის საწინააღმდეგო არაფერი არ აქვთ, თუმცა მიაჩნიათ, რომ იგი ამ საქმეში ჩაუხედავია. 
გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები დღეს, 12.00 საათზე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც თავიანთ პოზიციას ოფიციალურად გამოხატავენ.
განათლების სამინისტრომ მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა. ოფიციალურ მიზეზად განცხადებაში 'პრინციპული პოზიციების შეუთავსებლობა' სახელდება. 
გარდა ამისა, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება მაია მიმინოშვილის ვაჟის, ლაშა ყანჩაველის მონაწილეობა 'ქართული ოცნების' 27 მაისის აქციაში. 
ამასთან, განცხადება გააკეთა მაია მიმინოშვილის ძმამ, ჯგუფ 'შინის' სოლისტმა ზაზა მიმინოშვილმაც. მუსიკოსმა მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მთავარ მიზეზად საკუთარი პოლიტიკური პოზიცია დაასახელა.
მისი განმარტებით, 26 მაისს თავის ბავშვობის მეგობარს, ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძეს დაუკავშირდა, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, 27 მაისს დაგეგმილ გამოსვლებში თანადგომა გამოუცხადა და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ თავად ამ შეკრებაში მონაწილეობას და ბიძინა ივანიშვილის გუნდის ფიზიკურ თანადგომას ვერ ახერხებდა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები