მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ დროისთვის 60-მა თანამშრომელმა დატოვა

გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ დროისთვის 60-მა თანამშრომელმა დატოვა.  გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა გადაწყვეტილება გუშინ, განათლების მინისტრ დიმირი შაშკინთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს, ხოლო ოფიციალური განცხადება დღეს გააკეთეს. მანადე კი, ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართვაც გუგზავნეს. 
'მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი უთანხმოების გადაჭრის გზა უნდა იყოს მოლაპარაკება, დისკუსია და არა ხისტი გადაწყვეტილება. ვფიქრობთ, პირადი პოზიციის შეუთანხმებლობას არ უნდა ეწირებოდეს განათლების ხარისხი და მისი დაცვისთვის განხორციელებული ღონისძიებები, რასაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველთვის უზრუნველყოფდა. ბატონო პრეზიდენტო, დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ ბატონი დიმიტრი შაშკინის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების, ისე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და საერთო-სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას. ამიტომაც გთხოვთ, უშუალოდ თქვენ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოხსნის მსგავს საფრთხეს და საზოგადოების უნდობლობისა და ნიჰილიზმისაგან დაგვიცავს',-ნათქვამია მიმართვაში.
ცენტრს დღემდე 200-მდე თანამშრომელი ჰყავდა. 
იხილეთ ვიდეო: გამოცდების ეროვნული ცენტრი 60-მა თანამშრომელმა დატოვა

ინტერპრესნიუსი

ე.შ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები