მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> განწყობები NDI-ის მიხედვით

18:45 21-03-2012განწყობები NDI-ის მიხედვით აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2012 წლის საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. პრეზენტაცია სასტუმრო 'რედისონში' ორგანიზაციის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ გამართა. კვლევა 22 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში ჩატარდა და, ქვეყნის მასშტაბით, 3,161 რესპონდენტი გამოიკითხა. 
შედეგების თანახმად, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად კვლავ დასაქმება რჩება. ლუის ნავარომ აღნიშნა, რომ რესპოდენტებისთვის უმთავრეს პრიორიტეტებს სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა წარმოადგენს, მაშინ როცა, ფასების ზრდისა და ინფლაციის აქტუალურობის მაჩვენებელმა დაიწია.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 70% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. კითხვაზე 'მიიჩნევთ თუ არა თავს დასაქმებულად?' დადებითი პასუხი რესპონდენტთა მხოლოდ 30%-მა გასცა. ზოგადად, საქართველოში დასაქმების მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა: დასაქმებულია სრულ ან ნახევარ განაკვეთზე 30%; უმუშევარია და სამსახურს ეძებს 33%; უმუშევარია და არ ეძებს სამსახურს 7%; აქტიურ შრომით რესურსს კი მხოლოდ 29% წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 70% ემხრობა მთავრობის გაცხადებულ მიზანს, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, 88% არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან. კითხვაზე, როდის გახდება საქართველო ნატო-ს წევრი _ გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ არ იცის, 23% იმედოვნებს, რომ 2014 წელს ან მის შემდგომ. ამასთან, გამოკითხულთა 74%-ს სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. 
რესპონდენტთა 66%-სთვის მისაღებია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდება რუსეთთან დიალოგის გამართვის შესახებ იმ პირობით, თუ რუსეთი აფხაზეთიდან და ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან საელჩოებს გაიწვევს. 53% ემხრობა საქართველოს მთავრობის თხInterPressNews.Geოვნას, ამერიკამ გაზარდოს საქართველოს სამხედრო თავდაცვისუნარიანობა. ამავე კითხვაში ჩამატებულია კითხვა: 'რამდენად მისაღებია თქვენთვის ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის შეთავაზება, რომ საქართველომ უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ', რაც გამოკითხულთა მხოლოდ 26%-სთვის არის მისაღები. 33% პასუხი უარყოფითია, 40% კი აცხადებს, რომ არ იცის. 
რუსეთთან საქართველოს ახლანდელი ურთიერთობა გამოკითხულთა 88%-ს არ მოსწონს, 6-6% კი შესაბამისად, აცხადებს, რომ მოსწონს ან - არ იცის. გამოკითხულთა 49% ყველაზე მეტად ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს. 30%-ის აზრით, რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია. მხოლოდ 8% მიიჩნევს, რომ რუსეთი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
კითხვაზე 'რომელი სამი რეფორმა იქნებოდა საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი' ჯანდაცვის რეფორმა დაასახელა 45%-მა; სოფლის მეურნეობის რეფორმა - 39%-მა; საპენსიო რეფორმა - 28%-მა. შემდეგი პოზიცია დაიკავა - განათლების რეფორმამ - 23%; გამოკითხულთა მხოლოდ 20% მიიჩნევს მნიშვნელოვნად საარჩევნო რეფორმას; იგივე მაჩვენებელი აქვს საგადასახადო რეფორმას; სასამართლო რეფორმას მხოლოდ რესპონდენტთა 15%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო რეფორმას მედიაში ყველაზე მნიშვნელოვნად 5% მიიჩნევს.
რესპონდენტთა 64%-ს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე დადებითი პასუხი აქვს. კითხვაზე, 'ხვალ რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას',- უარყოფითი პასუხი გამოკითხულთა 36%-მა გასცა. ლუის ნავაროს InterPressNews.Geგანცხადებით, ამ მონაცემებით დაფიქსირდა 13%-იანი ზრდა 2011 წლის სექტემბრის კვლევებთან შედარებით. ნავარომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები ოპტიმისტურად უყურებენ ქვეყნის განვითარების მიმართულებას და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას შეუძლია მათთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. რესპონდენტთა 14% კი ფიქრობს, რომ ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება; 8% თვლის, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება; 7% - ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 4% - ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა 11%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. 
რესპონდენტთა ასევე 55% ნაწილობრივ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ არსებული ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. ნაწილობრივ არ ეთანხმება - 14%; სრულად ეთანხმება - 13%; საერთოდ არ ეთანხმება - ასევე 13%; 4%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. 
პროცენტული მონაცამები იცვლება ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიმართებაში - ნაწილობრივ ეთანხმება გამოკითხულთა 47%; ნაწილობრივ არ ეთანხმება - 17%; საერთოდ არ ეთანხმება - 19%; სრულად ეთანხმება - 9%; არ იცის პასუხი - 8%; უარი პასუხზე - 1%;
კითხვაზე 'არის თუ არა საქართველოში დემოკრატია?', - გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ არის, 34%-მა კი უარყოფითი პასუხი გასცა. ლუის ნავაროს განმარტებით, ეს მაჩვენებელი მცირე ზრდას წარმოადგენს 2011 წლის სექტემბერში NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით, რომლის დროსაც იგივე კითხვაზე დადებითი პასუხი 45%-მა, ხოლო უარყოფითი პასუხი 39-მა პროცენტმა გასცა.
InterPressNews.Geკვლევა ასევე მოიცავდა კითხვებს 'ქართული ოცნების' ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც. გამოკითხულთა 87%-მა იცის პრეზიდენტის ბრძანებულება ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, 11%-მა კი არ იცის; 65% არ ეთანხმება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, 13%- ეთანხმება, 21%-მა - არ იცის; მოქალაქეობის აღდგენას ემხრობა გამოკითხულთა 70% , 8% წინააღმდეგია, 22%-მა კი - არ იცის.
ამასთან, გამოკითხულთა 84%-სთვის ცნობილია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, ააშენოს ახალი ქალაქი ლაზიკა, რომელიც საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქის ადგილს დაიკავებს და შავ ზღვაზე მესამე პორტი იქნება. 13%-მა ამ ინიციატივის შესახებ არ იცის. აღნიშნული 84%-დან, რომლისთვისაც ცნობილია ეს ინიციატივა, ლაზიკას მშენებლობას მხარს უჭერს 59%, 27% კი - არა, 14%-მა არ იცის. ლაზიკას მშენებლობის 'მოწინააღმდეგეთაგან' 33% მიიჩნევს, რომ სოციალური საკითხების მოგვარება უფრო მნიშვნელოვანია; 32% - არსებული ქალაქების განვითარება უფრო მნიშვნელოივანია; 22% ფიქრობს, რომ გაუმართლებელი ხარჯებია; 9%-ის აზრით კი საფრთხეს უქმნის გარემოს; კითხვაზე, უნდა გამართულიყო თუ არა საჯარო განხილვები და კონსულტაციები პარლამენტში, ვიდრე პრეზიდენტი ამ ინიციატივას გაახმაურებდა, რესპონდენტთა 68% პასუხობს, რომ აუცილებლად უნდა გამართულიყო, 8% მიიჩნევს, რომ არ უნდა გამართულიყო, 24%-მა კი ამ კითხვაზე არ უპასუხა.
ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებად რესპონდენტები ელექტროენერგიაზე ნაგვის გადასახადის მიბმას, კომუნალური მომსახურებისა და ტრანსპორტის ღირებულებას მიიჩნევენ. გამოკითხულთა პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა: ელექტროენერგიაზე ნაგვის გადასახადის მიბმა - 72%; კომუნალური მომსახურების ღირებულება - 43%; ტრასპორტის ღირებულება - 30%; InterPressNews.Geგამოკითხულთა 29% ასახელებს გზებს, 28% - გაზმომარაგებას, 19% - სამეურნეო პროდუქტების წარმოების შემცირებას. დასახელებულ საკითხებს შორისაა ასევე წყალმომარაგება - 17%; 112-ის მომსახურების ტანხის ჩამოჭრა ტელეფონის ანგარიშიდან - 9%; საბავშვო ბაღების ფასები - 8% და სხვა.
აღნიშნული კვლევა პოლიტიკური პარტიების რეიტინგებსაც მოიცავს, თუმცა NDI პოლიტიკურ პარტიებს რეიტინგებს მომავალ კვირაში გააცნობს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პარტიებთან დაკავშირებით ძირითადი სურათი უკვე გამოკვეთილია, თუმცა გარკვეულ შეკითხვებზე შედეგების დაზუსტება ჯერ ისევ მიმდინარეობს. 
ჩატარებული კვლევისას რესპოდენტებთან კითხვა არ დასმულა 'მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ' კანონთან დაკავშირებით. ლუის ნავაროს განმარტებით, ორგანიზაციამ კვლევამდე ჩაატარა ფოკუსჯგუფები და გაუჭირდათ ხალხისთვის აეხსნათ რაში მდგომარეობდა რეალურად ეს საკითხი. ნავარომ ასევე აღნიშნა, რომ სანამ კონტროლის პალატა რეგიონებში ახსნა-განმარტებების მასობრივად ჩამორთმევას დაიწყებდა, მათ კვლევაზე საველე სამუშაოები უკვე დასრულებული ჰქონდათ. NDI-ს დირექტორი პირობას იძლევა, რომ მომდევნო კვლევებში კითხვა 'მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ' კანონთან დაკავშირებით აუცილებლად დაისმება. 
აღნიშნული კვლევა შვედეთის განვითარების სააგენტოს (შიდა) დაფინანსებით კავკასიის კვლევისა და რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა.

'ინტერპრესნიუსი' 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები