მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გენადი ონიშენკო საქართველოში ჩამოდის

რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკო საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან დღეს დილით განაცხადა. 
ონიშენკოს განცხადებით, ის აუცილებლად ჩავა საქართველოში მას შემდეგ, რაც რუსი ექსპერტები, რომლებიც ამ დღეებში ქართულ საწარმოებს სანიტარულად ამოწმებენ, სამშობლოში დაბრუნდებიან.
'ეს საკითხი დეტალურად არ განიხილება, მაგრამ ასეთი გეგმები არის',- აცხადებს ონიშენკო. მისივე თქმით, საქართველოში მყოფმა რუსმა ექსპერტებმა უკვე მოინახულეს საწარმოების დიდი ნაწილი.
რაც შეეხება იმას, კმაყოფილები არიან თუ არა როსპოტრებნადზორის სპეციალისტები ინსპექციის შედეგებით, გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ ამაში მოსკოვში გაერკვევიან.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები