მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გენერალი ბარანკევიჩი ადმინისტრაციაში დაასაქმეს

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის ადმინისტრაციის მეთაურად ანატოლი ბარანკევიჩი დაინიშნა. ლეონიდ თიბილოვმა დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

ანატოლი ბარანკევიჩი 2005 წლიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალების' გენერალ-ლეიტენანტია. ის 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ცხინვალის დაცვას ხელმძღვანელობდა, როცა ედუარდ კოკოითი და მისი „მთავრობა' ჯავაში გაიქცა. სწორედ ამის შემდეგ ბარანკევიჩსა და კოკოითს შორის ურთიერთობა დაიძაბა და შედეგად, გენერალს ე.წ. უშიშროიების საბჭოს მდივნის პოსტის დატოვება მოუხდა.

ანატოლი ბარანკევიჩი ოპოზიციის ლიდერთან, ალა ჯიოევასთან ერთად ცხინვალში ზამთრის პერიოდში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. ახლა კი, „მთავრობის' გარდა იმ ახალი პროსახელისუფლებო პარტიის წევრიც გახდა, რომელიც ჯიოევამ დააფუძნა და რომელიც „ხელისუფლებისათვის' რეფორმების გატარებაში დახმარებას ისახავს მიზნად.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები