მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გერმანია ისრაელს ირანთან მიმართებაში თავშეკავებისკენ მოუწოდებს

გერმანია ისრაელს მოუწოდებს, ირანთან მიმართებაში დაძაბულობის ესკალაციისგან თავი შეიკავოს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, თომას დე მეზერმა ბერლინში ისრაელის თავდაცვის მინისტრ, ეჰუდ ბარაქთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
'მხარეებს ვურჩევ თავშეკავება გამოიჩინონ როგორც რიტორიკაში, ისე მოქმედებებში. ახალი სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია ისრაელსაც მთელ რეგიონს უდიდეს ზიანს მიაყენებს', - განაცხადა მეზერმა და აღნიშნა, რომ იზიარებს ისრაელის შეშფოთებას ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნასთან დაკავშირებით. მეზერმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელს შეუძლია ჰქონდეს გერმანიის იმედი ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და დამოუკიდებლობის საკითხში, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისრაელმა და მისმა პარტნიორებმა გადადგან ნაბიჯები ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასარეგულირებლად.
თავის მხრივ, ეჰუდ ბარაქი გაცილებით კატეგორიული იყო. მისი თქმით, იმასთან შეგუება, რომ ირანს ექნება ბირთვული იარაღი, შეუძლებელია და მიუღებელია მთელი მსოფლიოსთვის. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები