მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გია გაჩეჩილაძე - ხელისუფლებისადმი მიმართვებისა და თხოვნების დრო დასრულებულია

ხელისუფლებისადმი მიმართვებისა და თხოვნების დრო დასრულებულია, - ამის შესახებ სახალხო კრების აქციაზე გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) განაცხადა. 
მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ხვეწნა-მუდარა არ შეისმინა და ახლა უკვე ჯერი ხალხზეა.
'ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლებამ არც ხვეწნა-მუდარა შეისმინა და არც ის, რომ ფოთოლი ხიდან არ ჩამოვარდნილა. ხალხის რისხვას ისინი ვერ გააჩერებენ და თუ დღეს აქ თბილისელების ნაკლებობაა, თბილისი და თბილისელები აქ გაჩნდებიან', - განაცხადა უცნობმა.
კოსტავას გამზირზე შეკრებილებს ლევან გაჩეჩილაძემაც მიმართა. მისი თქმით, დღეს აქ წყდება საქართველოს ბედი და ვისაც სურს საქართველოს ბედის გადაწყვეტაში მიიღოს მონაწილეობა, ყველა კოსტავას გამზირზე უნდა მივიდეს.
'ეს არის ბრძოლა ბოლომდე და არც ერთი ნაბიჯით უკან დახევა არ შეიძლება', - აღნიშნა გაჩეჩილაძემ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები