მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გია ვოლსკი - სერიოზული სტრატეგიული კურსის ჩამოყალიბებაზე უნდა ვიზრუნოთ

უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის, პარლამენტარ გია ვოლსკის განცხადებით საქართველომ სერიოზული სტრატეგიული საგარეო კურსის ჩამოყალიბებაზე უნდა იზრუნოს.

როგორც Prime Time News-ს ვოლსკიმ რუსეთის პრემიერის დიმიტრი მედვედევის განცხადების შეფასებისას, განუცხადა კარგად უნდა გავაცნობიეროთ როგორი ურთიერთობა გვჭირდება რუსეთთან.

'მოლაპარაკებების და ურთიერთობების განვითარება რომ საჭიროა, ეს ფაქტია. როდესაც ნებისმიერი ქვეყნის პრემიერი აკეთებს განცხადებას ის თავის ფორმულებს წინ წამოწევს და ეს ბუნებრივია. ინტერპრეტაციებს თავი უნდა დავანებოთ და სერიოზულ სტრატეგიული კურსის ჩამოყალიბებაზე ვიზრუნოთ. რა გვინდა რუსეთისაგან და როგორი დახმარება გვჭირდება დასავლეთიდან, რათა რუსეთმა როგორც უფრო მეტი ძალის მქონე მხარემ არ დაგვჩაგროს. ამ მოლაპარაკებების თაობაზე მკაფიო პოზიცია ჰქონდა აშშ-საც და ევროპასაც. დასავლეთის პოზიცია, აუცილებლად უნდა გამოჩნდეს ახლაც. გვჭირდება სერიოზული ჩამოყალიბება ძირითადი მიმართულებების თაობაზე,  რათა რუსეთსა და დასავლეთს შორის, საქართველოს როგორც საჯილდაო ქვის საკითხის პრობლემა მოიხსნას', - აცხადებს ვოლსკი.

რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა 'კომერსანტთან' ინტერვიუში საქართველოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით რუსეთი საქართველოსთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

პრაიმტაიმი

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები