მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გია ჟორჟოლიანი - ,,ამტკიცებენ, არ ვცვლით საგარეო კურსსო... როგორ არ ვცვლით!...’’

ბოლო დღეებში ქართულ პოლიტიკურ წრეებში დაწყებულ პოლემიკას ქვეყნის საგარეო კურსის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, კოალიცია 'ქართული ოცნების' წევრი გია ჟორჟოლიანი საგანგებო ბრიფინგზე

გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 'წინა რეჟიმის ადეპტებთან პოლემიკა უნდა შეწყდეს'.

'საკმარისია, ძველი რეჟიმის რომელიმე ადეპტმა წამოიყვიროს, რომ ამ ხალხს არ უნდა ნატო - მთელი საპარლამენტო უმრავლესობა გადაეშვება იმის მტკიცების მორევში, რომ ჩვენ არ ვცვლით საგარეო კურსს... როგორ არ ვცვლით!

ამ საგარეო პოლიტიკურმა კურსმა დაღუპვამდე მიიყვანა საქართველო, ესკალაციის კურსმა მიიყვანა დაღუპვამდე საქართველო. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ევროპისკენ და ევროატლანტიკურ სივრცეში ორიენტირებაზე... ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი დასავლელი მეგობრების შეხედულებას, რომ გზა ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცისაკენ გადის რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე', - აცხადებს კოალიცია 'ქართული ოცნების' წევრი გია ჟორჟოლიანი.

newposts.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები