მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიგა ბოეკრია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ერიკ რუბინს და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს ეველინ ფაქვას შეხვდა. ქართული მხრიდან შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია ,ხოლო აშშ-ს მხრიდან,ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანაშრომლობის ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგი. ასევე, საქართველოსთან თავდაცვის და უსაფრთოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება,საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს წვლილი ამ მხრივ, აგრეთვე საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინეტეგრაციის საკითხი.

საუბრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოსა და აშშ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავება წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს არა მარტო საქართველოს უსაფრთხოებისთვის და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის, არამედ ასევე რეგიონალური სტაბილურობისთვის.

შეხვედრაზე ასევე, განხილული იყო საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა, ჟენევის პროცესი და საქართველო-რუსეთის ურთიერთობები.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები