მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიგა ბოკერია ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა

 

საქართველოს მთავრობამ და ნატოს ხელმძღვანელობამ თანამშრომლობის ახალი მექანიზმი შეიმუშავეს.

საქართველოს უშიშრიების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ საქართველო ნატოსთან თანამშრომლობის ახალ ფორმატში იქნება ჩართული, რომლის მიხედვითაც საქართველო გლობალური და რეგიონული  უსაფრთხოების საკითხების განხილვაში ჩაერთვება. ასევე ალიანსის გადაწყვეტილებებში და მისი მიღების პროცესში საქართველოს პოზიცია გათვალისწინებული იქნება.

'ეს საქართველოსთან მიმართებაში თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფორმატია და  გულისხმობს ნატო-საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას. სხვა ფორმატებისგან განსხვავდება იმით, რომ აქ მუშაობა იქნება  არამარტო საქართველოს საკითხებზე, არამედ უსაფრთხოების საერთო გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საერთოდ ალიანსი დგას და საქართველოს როლზე ამ გამოწვევაში. საქართველოს სპეციფიური ადგილი ეთმობა შეირაღებული ძალებისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში',-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები