მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიგა ბოკერია: არასერიოზულია იფიქრო, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა კანონს, რომელიც უმცირესობის უფლებებს ეხება

 

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ირწმუნება, რომ რელიგიური გაერთიანებების სტატუსის შესახებ კანონი სადავო ეკლესიების საკითხს ვერ გადაწყვეტს.

აღნიშნულის შესახებ გამოცემა 'კომერსანტისთვის' მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

'შეიძლება ითქვას, რომ კანონი ამ საკითხს არ წყვეტს. უბრალოდ, სომხურმა ეკლესიამ გადაწყვიტა, არ დარეგისტრირებულიყო, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, ახლა კი მათ შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ, როგორც რელიგიური ორგანიზაცია. ხაზს ვუსვამ - შეიძინონ საკუთრება - იქონიონ ახალი ეკლესია ან ეკლესია, რომელიც უკვე აქვთ და გააფორმონ რელიგიურ და არა არაკომერციულ ორგანიზაციაზე', - განაცხადა ბოკერიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც საპატრიარქოს მკაცრ ტონს გულისხმობდა, პასუხად შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ 'საპატრიარქოს გამოსვლებს ანატომიას' არ გაუკეთებს. 
რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას, ბოკერია ირწმუნება, რომ ამ თემაზე კონსულტაციები რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

'ამ თემაზე არავინ დავობს', რამდენიმე მარგინალის გარდა, რომლებისთვისაც აღმსარებლობის თავისუფლება მიუღებელია'. არასერიოზულია იფიქრო, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა კანონს, რომელიც უმცირესობის უფლებებს ეხება', - აცხადებს ბოკერია. 

ჯეონიუსი

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები